“უნდა ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ ომის “ტრაგედია” უკრაინაში” | პუტინი

“უნდა ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ ომის “ტრაგედია” ში”, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, G20-ის ქვეყნებს მიმართა.
G20-ის ქვეყნების ლიდერებისთვის ეს მიმართვა იყო პირველი, რომელიც კრემლის ლიდერმა 2022 წელს
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააკეთა. მან თქვა, რომ მოისმინა G20-ის ლიდერების განცხადებები, რომ ისინი შოკირებულნი იყვნენ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის გამო.
აღსანიშნავია ისიც, რომ პუტინმა უკრაინასთან მიმართებით სიტყვა “ომი” საჯაროდ პირველად გამოიყენა.
“დიახ, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა… და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია… სხვათაშორის, რუსეთს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს… მესმის, რომ ეს ომი და ადამიანების სიკვდილი ვერ იქნება სხვა ვერაფერი, თუ არა ომი… და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება პალესტინაში, ღაზას სექტორში დღეს, ეს არ არის შოკისმომგვრელი?” – თქვა პუტინმა.