ლადო მგალობლიშვილი – მდიდარი არასამთავრობოების ხელმძღვანელების ანაზღაურებები 15-დან 20 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს – მათი ხელფასების დასამალად იწვევენ ხალხს აქციებზე და არა ევროპისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და გმობს ტელეკომპანია „იმედსა“ და „პოსტვ-ზე“ თავდასხმებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, მდიდარი არასამთავრობოების ხელმძღვანელები მათი ხელფასების დასამალად იწვევენ ხალხს აქციებზე და არა ევროპისთვის.
„პირველ რიგში, ვგმობ ფაშისტურ თავდასხმებს ტელეკომპანია ,,იმედისა” და „პოსტვ-ის“ ჟურნალისტებზე და ვუცხადებ მათ მხარდაჭერას. საჭიროა თუ არა უპირობოდ პარტნიორების უარგუმენტო მოსაზრების გაზიარება და „გამჭვირვალობის“ კანონის მიღება. ცნობილი ინგლისელი პოლიტიკოსი, ორგზის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლორდი პალმერსტონი ამბობდა: „ჩვენ არ გვყავს მუდმივი მოკავშირენი, ისევე, როგორც არ გვყავს მუდმივი მტრები. მუდმივი და მარადიული ჩვენი ინტერესებია და ვალდებულება გვმართებს ინტერესები დავიცვათ“. მისი აზრით, პოლიტიკა არის ის, როდესაც ნებისმიერ ვითარებაში გვსურს გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესო გვგონია და ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს.
ჩვენ გვახსოვს რამდენიმე მაგალითი, როდესაც მოკავშირეების მოთხოვნა არსებითად მცდარი იყო, ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ ინტერესებს და შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენდა. ესენია – ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ასევე შეწყალებას; ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში, ასევე სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ამავე საკითხზე სასამართლოს სხდომამდე ერთი დღით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს მცდარი მოთხოვნები არ შეასრულა, კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ, ვინაიდან ევროკავშირმა მიიღო პრაგმატიზმზე დაფუძნებული ბრძნული გადაწყვეტილება.
ცნობილი პოლიტოლოგისა და აკადემიკოსის კენეთ მინოუგის განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკაში მეგობრობა სენტიმენტალური ზედა ფენაა, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე დამყარებულ გათვლებს მალავს.
საქართველომ უნდა იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. რადიკალების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ შიდა საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, ნაცვლად ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისა, ხდებოდეს უცხოეთში, ვინაიდან ისინი სინამდვილეში უცხო ძალის გავლენის შიკრიკებს წარმოადგენენ, რომლებსაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი, ს ლიდერობით, „ქართული ოცნების“ გუნდი და პრემიერი ირაკლი ა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აჩვენა მასტერკლასი თუ როგორ უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მსოფლიო ლიდერებთან. ჩვენ არ დავდგებით ცალ ფეხზე და მყარად ორივე ფეხზე დგომით დავიცავთ ჩვენს სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას.
რაც შეეხება „გამჭვირვალობის“ კანონს, მდიდარ არასამთავრობოებსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ზღვარი წაშლილია. ისინი ქართულ პოლიტიკაში სრულფასოვნად მონაწილეობენ, რასაც ადასტურებს შემდეგი ფაქტები: სააკაშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, მდიდარი NGO-ები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის მიმართ იკვეთებოდა პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და ითხოვდნენ პრაქტიკულად მის გათავისუფლებას.
მოგვიანებით ეს ორგანიზაციები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ჩაერთნენ სააკაშვილის მიმართ გამოცხადებულ სიკვდილის ცრუ ქრონიკაში სახელწოდებით – ,,მიშას კლავენ”, მუდმივად ითხოვდნენ მის საზღვარგარეთ გაგზავნას, რითაც ეწეოდნენ საქართველოს დისკრედიტაციას. კრიმინალ [ლაზარე] გრიგორიადისს აცხადებდნენ პოლიტპატიმრად, რომელიც თვითონ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. საპარლამენტო ს დროს, რევოლუციისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, გააყალბეს არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები. კულმინაცია გახლდათ მათი მხრიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ტექნიკურ მთავრობაში, არც მეტი არც ნაკლები, მათი ხილვა, სავარაუდოდ, პრემიერად კი ნინო ლომჯარიას დანიშვნა.
დღეს, მდიდარი არასამთავრობოების გარდა, პოლიტიკაში მონაწილე ყველა პირი ავსებს დეკლარაციას. მათ კი გამჭვირვალობის ისე ეშინიათ, როგორც ეშმაკს სანთლის. გამოდიან და ხალხს მოუწოდებენ მხარდაჭერისკენ. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ მდიდარი არასამთავრობოების ხელმძღვანელების ანაზღაურებები 15-დან 20 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. ისინი მათი ხელფასების დასამალად იწვევენ ხალხს აქციებზე და არა ევროპისთვის.
ეს კანონი აუცილებლად მისაღებია. როგორც -ის მე-16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი იტყოდა – „მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა იქნება უსაფრთხო. ღირსება თავისუფლების საწინდარია“, ღირსებით ევროპისკენ!„ – აღნიშნულია ლადო მგალობლიშვილის განცხადებაში.