შესაძლოა საქართველოს საკითხი EU-ს სამიტზე დააყენონ – იოზვიაკი

საქართველოს საკითხი შესაძლოა ევროკავშირის ლიდერების ნაწილმა სამიტზე დააყენოს. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი წერს.
“ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა საქართველოში არსებული ვითარება ამ საღამოს ევროკავშირის სამიტზე დააყენოს, იმის მიუხედავად რომ ოფიციალურად დღის წესრიგში არ არის. უფრო დიდი ალბათობაა რომ ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა ამის შესახებ ორშაბათს იმსჯელებენ. მომდევნო კვირაში ევროპარლამენტი ასევე კენჭისყრაზე დააყენებს “უცხოური აგენების კანონის” რეზოლუციასაც”, – წერს ის X-ზე.
გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფომაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს 17 აპრილის სხდომაზე განიხილონ, „მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის“.
როგორც ის აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს 17 აპრილის სხდომაზე განიხილონ, „მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის“.
83 ხმით 0-ის წინააღმდეგ – ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს მიიღო.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს