ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩინეთს შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის აღდგენას

უკრაინის პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ ჩინეთს შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის აღდგენას და სტაბილურობის აღდგენას საერთაშორისო ურთიერთობებში.
„ჩინეთს ნამდვილად შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობის აღდგენას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აქტიური მზადება მიმდინარეობს შვეიცარიაში პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის და მიმდინარეობს მუშაობა მისი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს, რომლებმაც ამ სამიტში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნა გამოხატეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – ვიცი განცდები და ემოციები, გაურკვევლობა, შიშიც კი და აუტანელი, შემოპარული ფიქრი, რომ რისთვისაც ვიბრძოდით, დღეს ხელიდან ვითომდა გვეცლება, მაგრამ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! – დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო