გია ხუხაშვილი: გზა ფორმალური დამოუკიდებლობიდან რეალურ თავისუფლებამდე გრძელი და დრამატიზმით აღსავსე აღმოჩნდა

“33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა.
გზა ფორმალური დამოუკიდებლობიდან რეალურ თავისუფლებამდე გრძელი და დრამატიზმით აღსავსე აღმოჩნდა.
ჭეშმარიტი თავისუფლების გარეშე კი არ არსებობს რეალური დამოუკიდებლობა.
დღეს, ჩემი ღრმა რწმენით, ამ გზის ფინიშის სწორზე ვიმყოფებით და ამას დასჭირდა ორი მთავარი წინაპირობა:
1. მოპოვებული დამოუკიდებლობის დაკარგვის ეგზისტენციალური საფრთხის შემობრუნება.
2. თაობათა ცვლა, რადგან როგორც აღმოჩნდა, რეალური თავისუფლების მოპოვების სულისკვეთება მხოლოდ მეტ-ნაკლებად თავისუფალ გარემოში აღზრდილ თაობას გააჩნია.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და სულ მალე მომელოცოს ჭეშმარიტი თავისუფლება!” – წერს სოციალურ ქსელში .

ასევე დაგაინტერესებთ