ილია დარჩიაშვილი – ტრანსფარენტულობა – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული ევროპული ქვეყანა

რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებულ საკითხებს, ვფიქრობ, ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა რომ პრემიერ-მინისტრს თავად გაეზიარებინა ის ხედვები და საჭიროებები, რომელიც დაკავშირებულია მსგავსი ტიპის კანონპროექტის მიღებასთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოწვევები და ერთადერთი მექანიზმი, იმისთვის, რომ დავძლიოთ გამოწვევები, არის ის, რომ უნდა ვისაუბროთ გამჭვირვალობაზე.
მისივე თქმით, გამჭირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ევროპული ქვეყანა.
„ტრანსფარენტულობა – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული ევროპული ქვეყანა და ჩვენ გვინდა, რომ ყველა და ყველაფერი იყოს ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალე, ყველა და ყველაფერი იყოს ტრანსფარენტული, დასამალი არაფერია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ერთ-ერთი ღირებულება, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი, ვიტყოდი, ქვაკუთხედი და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ევროკავშირის შიგნით, ცალსახად საქართველოშიც იყოს გამოყენებული”, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება