რეკორდის გამეორება – ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებში ბევრი გოლი ვიხილეთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის 4 შეხვედრაში 18 გოლი გავიდა, რაც ამ ტურნირის რეკორდის გამეორებაა.
ტურნირის ამ სტადიაზე მსგავსი შედეგი 2010/11 წლების სეზონში დაფიქსირდა. აბსოლუტური რეკორდი კი 1956/57-წლებში (19 გოლი) შედგა, თუმცა მაშინ გათამაშებას ევროპის ჩემპიონთა თასი ეწოდებოდა.
ჩემპიონთა ლიგაზე განმეორებითი მეოთხედფინალური თამაშები 16 და 17 აპრილს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ