დღესდღეობით საქართველოში თუ რამე კეთდება, კეთდება ევროპისა და აშშ-ს სხვადასხვა ფონდის დახმარებით. ისედაც საკმაოდ გამჭვირვალეა მათი საქმიანობა. ძალიან დიდი კონტროლია როგორც დონორი ქვეყნებიდან, ასევე ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით.
მედიცინაში, სამწუხაროდ, თითქმის 100%-ით დამოკიდებული ვართ ევროპისა და აშშ-ს მედიცინის განვითარების დონეზე. ის ყველა ახალი ტექნოლოგია, რაც დაინერგა საქართველოში, დაინერგა ძირითადად ამ ნოვატორების მიერ საკუთარი კერძო ინიციატივების მხრივ და სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციის დახმარების მხრივ.