9 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება

9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება სახელწოდებით – კი ევროპას, არა რუსულ კანონს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.
“შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის!
ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება !
ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!
კი ევროპას! არა რუსულ კანონს” – წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, სამართლიანი ს და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ერობლივ EVENT-ში.
დღეს, 8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა დაარეგისტრირებს.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.