თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილილთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. გარდაცვლილი დაშავებული მოქალაქეა, რომელიც საავადმყოფოში იყო გადაყვანილი – ინფორმაციას ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.
შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი იყო 2 და დაშავებული 4 მოქალაქე. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.