ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ იმის გამო, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა…

როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ, ვიზას უუქმებენ იმის გამო, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც თავიდან ბოლომდე აღიარა სტრასბურგის სასამართლომ და შენ ამ დროს ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, ეს არაეთიკურია შენს კოლეგასთან, იმ მოსამართლესთან, რომელთან ერთადაც გევალება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცება – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა -ის საელჩოს თანამშრომლის დაფინანსებით რამდენიმე მოსამართლის იტალიაში მოგზაურობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, დღეს მოსამართლეებმა უნდა დაინახონ მათი დამოუკიდებლობის ძალა და მოსამართლეები, რომლებიც შიგნით პატარა კლანს ქმნიან, ამ დამოუკიდებლობის აღქმას უშლიან ხელს.
„როდესაც ხდება სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების პროცესში გარედან ჩარევა იმ მიზნით, რომ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარონ, ეს კარგია, მაგრამ როდესაც ხდება სასამართლოს წევრებისგან იმ ადამიანების გამორჩევა, ვინც რაღაც მიზეზის, ან პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო ხდებიან სასამართლოს შიგნით განხეთქილების შემტანები, უცხოური პოლიტიკის გატარების ერთგვარი ლობისტები, სწორედ ეს არის, რაც დღეს აზიანებს ქართული სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას.
როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ, ვიზას უუქმებენ იმის გამო, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც თავიდან ბოლომდე აღიარა სტრასბურგის სასამართლომ და შენ ამ დროს ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, ეს ელემენტარულად არაეთიკურია შენს კოლეგასთან, იმ მოსამართლესთან, რომელთან ერთადაც გევალება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცება. დღეს სასამართლო ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანოა.
აღმასრულებელ ხელისუფლებას არანაირი უფლებამოსილება აღარ გააჩნია სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი რამე საქართველოში არასდროს ყოფილა.
დღეს მოსამართლეებმა უნდა დაინახონ და ირწმუნონ მათი დამოუკიდებლობის ეს ძალა და ამ დროს, ასეთი მოსამართლეები, რომლებიც მართლაც პატარა კლანს ქმნიან შიგნით, ამ დამოუკიდებლობის აღქმას უშლიან ხელს მოსამართლეთა 300 კაციან კორპუსში“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, ნაცვლად ამისა, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება

მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ევროპული მიდგომებით იმოქმედონ, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში