ვკრძალავთ ჩვენი სიმღერის „გაიღიმე“(ზღაპრის ბოლო კეთილია) პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას – სიმღერის ავტორების, ირმა სოხაძისა და გია მაჭარაშვილის განცხადება

ვკრძალავთ ჩვენი სიმღერის „გაიღიმე“(ზღაპრის ბოლო კეთილია) პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას – სიმღერის ავტორების, ირმა სოხაძისა და გია მაჭარაშვილის განცხადება
სიმღერის ტექსტის ავტორი, ირმა სოხაძე და მუსიკის ავტორი, გია მაჭარაშვილი განცხადებას ავრცელებენ:
” მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სიმღერამ ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული უკვე მეორედ დაიმსახურა. ბედნიერებას ვერ ვფარავთ იმის გამო, რომ ეს სიმღერა ჯადოსნური აღმოჩნდა ჩვენი ბიჭებისთვის და მათ გამარჯვების საუნდტრეკად დარჩა ისტორიას.
ვეხმიანებით, თუმცა ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის ფეისბუკსტატუსს. ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ეს სიმღერა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ, ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში/ პოლიტიკური მიზნით, მის გამოყენებას.” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება