პოლონელმა ფერმერებმა დოლხობიჩუვ-უხრინუვის გამშვები პუნქტის ბლოკადა განაახლეს. ინფორმაციას სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის სპიკერი, ანდრიი დემჩენკო ავრცელებს.
დემჩენკოს თქმით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა გამშვების პუნქტის განახლების შესახებ ინფორმაცია 2 აპრილს პოლონელი კოლეგებისგან მიიღეს. ბლოკადა დილის 9 საათიდან განახლდა.
“სატვირთო მანქანების გადაადგილება ასე გაგრძელდება: 3 სატვირთოს გამოსვლა პოლონეთიდან ყოველ 6 საათში და დღეში ერთი სატვირთოს შესვლა პოლონეთის ტერიტორიაზე. სამგზავრო მანქანების და ავტობუსების გადაადგილება ორმხრივად დაშვებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემთხვევაში”. – თქვა დემჩენკომ.
2 აპრილის დილის მონაცემებით, უკრაინული სატვირთო მანქანებისთვის სამი გამშვები პუნქტია დაბლოკილი.
პოლონელ ფერმერებს ბლოკადა 28 მარტიდან დღემდე სააღდგომო პერიოდთან დაკავშირებით ჰქონდათ შეჩერებული.