ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთვება

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.
ამის შესახებ ინფორმაციას სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.
არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იენს სტოლტენბერგი – პუტინს სჯერა, რომ შეუძლია უკრაინაში გაიმარჯვოს, ერთადერთი გზა მის დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ბრძოლის ველზე იმის დამტკიცებაა, რომ ვერ გაიმარჯვებს