რუსეთის ქალაქ ანაპასთან დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის ბაზა იწვის

გამთენიისას აფეთქებები იყო ს კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპასთან. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ, რაც ანაპის ოპერატიულმა შტაბმაც დაადასტურა.
მისი ინფორმაციით, უკრაინული დრონებით თავდასხმა იყო ანაპის მახლობლად, სოფელ იუროვკაში მდებარე ნავთობის ბაზაზე. შტაბის თანახმად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 6 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, თუმცა, რამდენიმე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხანძარი გამოიწვია და რამდენიმე რეზერვუარი დააზიანა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია 62 მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა. ქალაქ ანაპის მერის, ვასილი შვეცის განცხადებით, მსხვერპლი არ არის.
ს ანაპის ნავთობის ბაზაზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რამდენიმე ათეულ ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.
ფორუმი