იენს სტოლტენბერგი – პუტინს სჯერა, რომ შეუძლია უკრაინაში გაიმარჯვოს, ერთადერთი გზა მის დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ბრძოლის ველზე იმის დამტკიცებაა, რომ ვერ გაიმარჯვებს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების განთავსებას არ გეგმავს.
ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან ში იარაღის მიწოდების შეფერხების გამო, რუსულმა ძალებმა შეძლეს პროგრესის მიღწევა თავდასხმაში და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიტუაცია იცვლება, ადგილზე ყოფნაზე საუბარი არ არის.
„ნატო არ აპირებს უკრაინაში ჯარების განთავსებას, როდესაც უკრაინას ვეწვიე, უკრაინელებს არ უთხოვიათ ნატო-ს ჯარები, მათ მეტი მხარდაჭერა ითხოვეს“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინაში სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს.
„პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ შეუძლია გაიმარჯვოს. ერთადერთი გზა მის დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ბრძოლის ველზე იმის დამტკიცებაა, რომ ვერ გაიმარჯვებს და ერთადერთი გზა ამის მისაღწევად უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევაა“, – ამტკიცებს სტოლტენბერგი.