გაერო – რუსებმა 3 თვის განმავლობაში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს

ზამთრის სამი თვის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე სიკვდილით დასაჯეს, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიში 26 მარტს გამოქვეყნდა და აღწერს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ში 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდში.
„საანგარიშო პერიოდში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მიიღო ცნობები სულ მცირე 32 უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის შესახებ 12 ცალკეული ინციდენტის დროს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ექსპერტებმა გამოჰკითხეს 60 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ახლახან გაათავისუფლეს ტყვეობიდან. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ასევე ადგილი ჰქონდა გაუპატიურების და კასტრირების მუქარას, ცემას ან მათ მიმართ ელექტროშოკის გამოყენებას.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაზროთ, რომ ბაჩიაშვილის ადგილზე შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ! – ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელია სწორედ მათთან, რომლებიც ერთ დროს მასთან თანამშრომლობდნენ

გიორგი ბაჩიაშვილი – ჩემთვის უცნობი პიროვნება მირტყამდა მუშტებით, შუშის ჭიქა თავზე გადამაფშვნა, ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელსა და სახეში, რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი – ციხის უფროსმა მითხრა, რომ არ იცოდა, თუ ეს მსჯავრდადებული იჩხუბებდა