პარტია „ლელომ“ გორში რეგიონული ოფისი გახსნა

პარტია „ლელომ“, დღეს, გორში რეგიონული ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.
როგორც „ლელოს“ ლიდერმა მ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ცვლილებები კარზე მომდგარია.
„დღეს გავხსენით გორის რეგიონული ოფისი, რომელსაც უხელმძღვანელებს ძალიან მაგარი ქართველი კაცი, გელა შარვაშიძე. ძალიან მიხარია ეს ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა უერთდება ჩვენ მოძრაობას. ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რომ ცვლილებები არის კარზე მომდგარი, ყველას უნდა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, მაგრამ ამისათვის საჭიროა სითამამე, თავისუფლებისთვის ბრძოლა და უფლებების დაცვა“,- აღნიშნა ხაზარაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ კი აღნიშნა, რომ რეგიონული ოფისი ქალაქში მნიშვნელოვანი ეპიცენტრი იქნება.
„დღეს გორში გავხსენით ახალი ოფისი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი წერტილი შიდა ქართლში იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ვითარება, გაუწიოს წინააღმდეგობა “ქართული ოცნების” რუსულ პოლიტიკას, რუსულ ხასიათს, გადაწყვეტილებებს და პროპაგანდას. ამ ქალაქში ეს იქნება მნიშვნელოვანი ეპიცენტრი, რომელიც საზოგადოებასთან კომუნიკაციაში მიაწვდენს მთავარ, ძირითად მესიჯებს და 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში დადებს მნიშვნელოვან კოალიციურ გამარჯვებას“, – აღნიშნა კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება