მოსკოვის მერი აცხადებს, რომ აღკვეთილია დედაქალაქზე დრონით შეტევა

ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მოსკოვის ოლქზე.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თანახმად, დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში ჩამოაგდეს. სობიანინი ტელეგრამზე წერს, რომ არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. მსხვერპლის და ნგრევის გარეშე დასრულებული შეტევის შესახებ იუწყება ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზიც. დამოუკიდებეკლი წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით გამოაქვეყნა ინფორმაცია ტრადიციული ფორმულირებით, რომ „აღკვეთილია ს რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“ და გასული ღამის განმავლობაში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში და თითო მოსკოვის და ბელგოროდის ოლქებში.
ფორუმი