დრონებით მორიგი შეტევა იყო რუსეთში, კალუგასთან მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

აფეთქებები იყო ს ქალაქ კალუგასთან, სადაც ნავთობგადამამუავებელი საწარმო „პირველი ქარხანა“ მდებარეობს. ამის შესახებ გამოცემა SHOT-ი იუწყება ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
რამდენიმე ძლიერი აფეთქება შუაღამის შემდეგ მოხდა. რუსული ტელეგრამ-არხები წერდნენ ქარხნის რაიონში აფეთქებებით გამოწვეული ხანძრის შესახებაც.
მოგვიანებით ადგილობივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ კალუგის ოლქის ძერჟინსკის რაიონში მდებარე „პირველი ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარია, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.
ამ საწარმოზე დრონებით შეტევა იყო 15 მარტსაც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მაშინ განუცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს „პირველ ქარხანას“, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სამხედრო მიზნებით იყენებს. ქარხანაზე დღევანდელი შეტევის შესახებ ს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს
9 მაისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ დრონებით შეტევა განახორციელეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპასთან მდებარე ნავთობის ორ ბაზაზე და ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმო „გაზპრომ ნეფტეხიმზე”.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ათეულობით ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ