ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ორი კვირის განმავლობაში საკვირაო სკოლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა

პროექტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა, მასში მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ახალგაზრდა იყო ჩართული, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები მონაწილეობდნენ დისკუსიებში, დაეუფლნენ ესეების წერის ტექნიკას, მოამზადეს თავიანთი სოფლის ღირსშესანშნავი ადგილების შესახებ, ვიდეორგოლები ინგლისურ ენაზე.
ინგლისურ ენოვან საკვირაო სკოლას, ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ინგლისური ენის ფილოლოგი – თამარ ნიკურაძე უძღვებოდა.
მონაწილეები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მანუჩარ მანველიძემ, მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრმა სერტიფიკატებითა და ჭკვიანი საათებით დააჯილდოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ