სატახტო ქალაქიდან განსაკუთრებით მძიმედ ჩანს ლგბტ ჯგუფების ლიდერობა თბილისის ქუჩებში და წაქეზებული ახალგაზრდების გარედან დაკვეთილი, წაუკითხავი პროტესტი

სატახტო ქალაქიდან განსაკუთრებით მძიმედ ჩანს ლგბტ ჯგუფების ლიდერობა თბილისის ქუჩებში და წაქეზებული ახალგაზრდების გარედან დაკვეთილი, წაუკითხავი პროტესტი.
ნუთუ ასე დამოკიდებული გავხდით იმის მოლოდინში, რომ ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებზე აღიზრდებოდა თაობა – წერს სოციალურ ქსელში მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, რომელიც ეხმიანება გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
“გავექეცით საბჭოთა დამოკიდებულებას და შევეჯახეთ იმ ფორმის პარტნიორობას, როცა აქამდე მოტანილი სუვერენიტეტიც საფრთხის ქვეშ დადგა. ქვეყანაც დასაცავია,ოჯახიც და ღირსებაც.
საკუთარის ლანძღვა ტრენდად იქცა და სხვისი – უკითხავად უნდა მოვიწონოთ. თუ საჭიროა ცალ ფეხზეც უნდა დავდგეთ და თუ ვინმე ჩათვლის ომიც უსიტყვოდ უნდა დავიწყოთ. იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ამერიკული კანონი დასავლეთში დასავლურია და საქართველოში – რუსული.
მე ვარ ქართველი და ჩემი უპირველესი საზრუნავია ჩემი სამშობლო და მისი რეალური დამოუკიდებლობა. არ შეიძლება, რომ საზოგადოებისთვის რაიმე იყოს დასამალი, მითუმეტეს ის, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.
ასე, რომ კეთილი ინებეთ და გამჭვირვალედ შეეცადეთ ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, საქართველოსთან ურთიერთობას. საქართველო უპირველეს ყოვლისა!”– წერს გიორგი ელოშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ