“მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პრემიერ კობახიძესთან კანონპროექტზე მესაუბრა” – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს, რომ ს “გამჭირვალობის კანონზე” ესაუბრა.

როგორც კაუმა აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს მიესალმება.

“მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრ სთან მესაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეშფოთებაზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ. მივესალმები საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს“, – წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მას განუმარტა კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი, გამოხატა მზაობა, მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ