კობახიძე: მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება

საქართველოს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.
„მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, – განაცხადა ირაკლი მ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ს თქმით, კობახიძის, როგორც მეგობარი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით არა მარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და, ზოგადად, ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი 2 თვეში დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კვლევა ჩავატარეთ, შევამოწმეთ რესპონდენტების IQ და მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში 45,6 პროცენტი

ირაკლი კობახიძე – „ნაცი“ ყველაფერ რუსულზე თავს იღიზიანებს, ასე იღიზიანებენ თავს ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი „ნაციონალები“, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ