ვიღაცები რომ ბლატაობენ დღეს და “იბრძვიან”… ეს ლამაზი სახლი და ჩემი სიმშვიდე ნარკოტრაფიკის მამებმა დამინგრიეს.. ეს ბინა გავყიდე, ცალკე ქართუ მახრჩობდა ზიმბაბვეს %_იანი სესხით (უფროსს ვერ ვეუბნებოდი), ცალკე ნარკომანებმა გამიშრეს სისხლი, ისიც კი იკადრეს, დამხვდნენ სადარბაზოში კართან. ტვინი მეყო, პოლიცია გამომეძახა. ოქმი არსებობს… ცალკე, ვისი “ფილიალიც” იყო ის “ტოჩკა” (ჩემი სახლის ქვევით, არც ერთი ღამე არ გვიძინია მე და მაშას მაგათი გრიალის გამო), ისინი მძირავდნენ. ცალკე იმ მაღალჩინოსნის ცოლმა, ვისთანაც ნატომ იჭორავა, “გაბრალებსო ნარკობარონობას” (ტერმინი დაცულია, ჩემი გამოგონილი არაა, btw. მერე უფროსმა გამიმეორა, აბრალებო, გეგონება, ჩემი შერქმეული სახელი იყო, ქართუში “ატკატას” სახელით იყო ცნობილი, მერე მთავრობაშიც გაუგრძელებია “პრაქტიკა”. ეგეც მე შევარქვი?!:) “ქურდული გარჩევა” მომიწყო. ვინ შემტენა გასარჩევად და ვინ გამაცნო, თქვენ წარმოიდგინეთ, დღესაც არ დაიწერება.
ენა კი დიადმა ნატო ხაინდრავამ მიუტანა მას და უფროსს, 2017 წლიდან ერთი სული ჰქონდა, როდის გამაგდებდა… მაბრალებდნენ, ხელს ადებსო ნარკოტიკის თემაში.. მე არ ვადებდი, ხალხი მირეკავდა ლაივების შემდეგ და მიყვებოდა ინფოს.. ვუსმენდი.. აბა მე ღამის კლუბებში ნარკოტიკის გასაჩხერად არ დავდიოდი… ქართუ კი მეგრელი მაფიოზა, მუდამ გაბოროტებული ქალის გოიმური პარპაშის კანტორა იყო წლების მანძილზე…. ვინც საქმე გამირჩია და დამაყვედრა, “დაგინდეთო” ბავშვის გამო, მისი ქმარი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ციხეში უნდა წასულიყო (ჩემს გამო არა, ნაჭამი ფულების გამო)… რატომ არ ჩაჯდა? მე ნუ მკითხავთ. სახელსაც არ დავწერ. ადრეა. არის კიდევ დრო. უფროსსაც არსად ეჩქარება-ხოლმე, თუ ვინმეს დაგავიწყდათ.. ქართუელებმა იციან ეს ამბავი და ჩემი გამწარების “სქემაც”. მეც არ მეჩქარება. სამართალი ურმით დადის, მივა თავის დროზე… ..ეს ბუკეტი კი ჩემი საყვარელი ქალი უფროსისგან იყო. ძალიან უხდებოდა იმ ბინას და ჩემს ლამაზ, მაგრამ ურთულეს ცხოვრებას. არ ვიმჩნევდი. არც ეხლა ვიმჩნევ. ამბობენ, რომ ძლიერი ვარ. შეიძლება, მე არ ვიცი. მე თავს სუსტად ვგრძნობ ამ ყოვლისშემძლე ხალხის ზეწოლის და ცხოვრების გამანადგურებელი “სანქციების” ქვეშ… 2017 წელს დაიწყო ჩემი ბულინგი და დაპირისპირება ქართუს გოიმების მხრიდან (ქართუში იქიდან წასული ჩინოვნიკებიც იგულისხმება, ვინც ქვეყნის მართვაში (უფრო ზუსტად კი, დაქცევაში) მონაწილეობდნენ და ბევრი დღემდე უმაღლეს თანამდებობებზეა, არცთუ ისე ეფექტიანად უმკლავდებიან საქმეს, უფრო მკაფიოდ რომ არ ვთქვა, რით არიან დაკავებულები…სავალალო შედეგები სახეზეა…).
P.S. გადავიკითხე. მესმის, არაა სასიამოვნო ჩემი ამ სტატუსების კითხვა და “როგორ ყველა გებრძოდას” საპასუხოდ მოკლედ დავწერ: საქართველოს ხელმწიფეს გვერდით როცა ხარ და გენდობა, შენ კი კორუფციაზე, “ატკატებზე”, ნეპოტიზმზე, ადამიანების ჩაგვრაზე და უსამართლობაზე დღეში ასი ადამიანი გელაპარაკება იმიტომ, რომ არ კეტავ კარს, არ მალავ ტელეფონის #_ს, არ ამბობ უარს ჩვეულებრივ მოკვდავებთან შეხვედრებზე, ბავშვთან ყოველდღე სეირნობ და ხალხს ხედავ, არ ყვირიხარ, რომ ქრონიკულად “არ გცალია”, მერე ამ ყველაფერს ფრთხილად აწვდი ხელმწიფეს, რომელიც ძალიან სათუთად შექმნილი ინფორმაციული კოლბის ქვეშ ჰყავთ (კი, კი, ასეა, რაღაც “პრასვეტი” თითქოს გამოჩნდა, მაგრამ ბოლომდე არა, მთავარი გველები თანამდებობებზე დატოვა ჯერ), როგორ ფიქრობთ, ვინ გამახარებდა? რას ვნანობ, იცით? ინფორმაციის 1/100-ს ვაწვდიდი, ფიზიკურად ძნელი იყო მომენტის შერჩევა. დღეს მე თვითონ ჩავწვდებოდი თემებს და მეტს გავაკეთებდი. ქვეყნის ჩალით გადახურვა ქურდების და ჩვენი შვილებისთვის მომავლის წართმევა მძიმედ უნდა ისჯებოდეს. ნამუსი შეუნახეს ზოგიერთებს, სახელი კი იცით. ციხე სანატრელი უნდა ჰქონდეთ. მაგრამ ჯერ მიშას ვერ მიხედეს, ამათ ამბამდე სანამ მივლენ, მე კი არა, ჩემი შვილი დაბერდება. ამ დროს კი “აყვავებულ” ქვეყანას რა ვუყოთ?