ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, რამილ უსუბოვთან შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – გიორგი ბუთხუზი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი – გივი თუმანიშვილი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ