წყლის დეფიციტის ზრდის ტენდენცია, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, კონფლიქტის მიზეზი გახდეს. საუკუნის ბოლოს მსოფლიოს ხშირი გვალვები ემუქრება, რაც ევროკავშირის ეკონომიკურ ზრდას 7%-ით შემცირებას. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკომისიის აზრით, წყლის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომლებიც გლობალური დათბობისთვის მზად არ არიან. დეპარტამენტი აღნიშნული გაფრთხილების გამოცხადებას მომავალ კვირას კომუნიკეში გეგმავს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
წყლის დეფიციტი საფრთხეს შეუქმნის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს: საკვებს და სასმელ წყალს, ინფრასტრუქტურას, ადამიანის ჯანმრთელობას და ეკონომიკურ საქმიანობას, აღნიშნავს ევროკომისია.
კომუნიკე მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად მზადება დააჩქარონ და აღნიშნავენ, რომ ისინი მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან გრაფიკს.
ევროკავშირის 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირის მოსახლეობის მესამედზე მეტი (38%) წყლის ნაკლებობას განიცდის და გვალვა ევროკავშირის ეკონომიკას ყოველწლიურად 2-9 მლრდ ევრო უჯდება. ზოგადად, ევროპის უმეტეს ნაწილს აქვს საკმარისი წყლის რესურსები, მაგრამ გვალვა სულ უფრო ინტენსიური ხდება. უპირველეს ყოვლისა, ეს პრობლემა დამახასიათებელია ევროპის სამხრეთ და დასავლეთის ქვეყნებისთვის.
Politico წერს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ჩანს წყალთან დაკავშირებული კონფლიქტური სიტუაციები და ამის საილუსტრაციოდ ესპანეთი მოჰყავს, სადაც გვალვამ გამოიწვია კონფლიქტი მდინარე ებროს გამო კატალონიასა და არაგონს შორის.
