სალომე სამადაშვილი – „ლელოს“ აქვს საკუთარი ხედვა თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნები და ამისთვის გვჭირდება ხელისუფლება შეიცვალოს, ჩვენ გვქონდეს პარლამენტში უმრავლესობა, რომელიც გაიტანს ამ ხედვას

რაც შეეხება იმას, რომ გავუზიაროთ ჩვენი ხედვები პრეზიდენტს ევროკავშირის გაწევრიანების თაობაზე წინ როგორ უნდა წავიდეთ, ამას სიხარულით გავაკეთებთ. შეუძლია გაეცნოს ჩვენს ხედვას, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, ევროკავშირის დღის წესრიგის გარშემო კოორდინაციას „ლელო“ ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს მომავალშიც.
„ლელოს“ აქვს საკუთარი ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნები და ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ჩვენ გვქონდეს პარლამენტში უმრავლესობა, რომელიც გაიტანს ამ ხედვას. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ხედვა გავუზიაროთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული დღის წესრიგი და შესაბამისად, ევროკავშირის დღის წესრიგის გარშემო კოორდინაციას “ლელო” ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს მომავალშიც.
რაც შეეხება იმას, რომ გავუზიაროთ ჩვენი ხედვები პრეზიდენტს ევროკავშირის გაწევრიანების თაობაზე წინ როგორ უნდა წავიდეთ, ამას სიხარულით გავაკეთებთ. შეუძლია გაეცნოს ჩვენს ხედვას”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს დადგა ის დრო, როდესაც საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა, მრავალპარტიული წყობის შემოტანა და ეს არის საქართველოს ინტერესი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს