ვეტო უნდა დაიძლიოს, რადგან სრულ აბსურდში ვვარდებით – ვოლსკი

მიმდინარე კვირას პარლამენტში პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიონ. საარჩევნო კოდექსზე 11-გვერდიანი მოტივირებული შენიშვნები სალომე ზურაბიშვილმა კანონმდებლებს გუშინ გადაუგზავნა. ის მიუღებლად მიიჩნევს ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმებას, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული. გაკრიტიკებულია სხვა პუნქტებიც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებებს აცდენილია.
“ვეტო აუცილებლად უნდა დაიძლიოს, ვინაიდან სრულ აბსურდში ვვარდებით. ესე იგი თავად წარმოადგენს კანდიდატურას იმ ნიშნით, რასაც ჰქვია პროფესიონალური ნიშანი, მაღალი დონის შეფასებები, შემდეგ ამას უმრავლესობა მხარს ვუჭერთ, მაგრამ ვინაიდან რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს, კანდიდატი არ მტკიცდება – როგორც ჩანს, ასეთი გზა აქვთ შერჩეული, რათა დესტაბილიზაციის საშიშროება მუდმივად იყოს დღის წესრიგში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

მეთიუ მილერი – FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს – წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს