მეთიუ მილერი – FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს – წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს

თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ -ში გვაქვს, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება ის, რომ აშშ-ის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ჰქონდეს, მაგრამ არა საქართველოსა და რუსეთს.
მისი თქმით, “განსხვავება ამ კანონების ბუნებაში მდგომარეობს”.
“თუ შეხედავთ აშშ-ის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს, დაინახავთ, რომ ის ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს, ვინც ჰუმანიტარულ საქმიანობას ასრულებს, ვინც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ეწევა. სრულიად განსხვავებული რამ არის“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მისი თქმით, წარსულშიც უნახავს ცრუ შედარებები.
„წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს, თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.