ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

“ეს არის აგენტების კანონის აფხაზური რედაქცია, რომლის მიღებასაც სეპარატისტებს აიძულებენ.
აქ მთავარია “კანონის” მე-17 მუხლი, რომლითაც მყარდება დიქტატურა. კანონი ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, “აგენტებს” ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობა, ეკრძალებათ ნებისმიერი დემონსტრაციის/მიტინგის ორგანიზება, ეკრძალებათ თანამდებობის პირისათვის შეურაცხყოფის მიყენება, ეკრძალებათ სკოლაში მუშაობა, ეზღუდებათ ინტერნეტსა (მათ შორის სოციალურ ქსელებში) და მედიაში აზრის თავისუფლად გამოხატვა.
ერთი სიტყვით, აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ. თუმცა, რატომ ვერ გაბედეს პირდაპირ 2024 წლის რედაქციის შემოტანა საქართველოში?
პატარა, სუსტი და იზოლირებულია, იქ ასეულებს შეეხებათ ეს “კანონი” და იოლია მათი წელში გატეხვა.
დასავლეთის წყალობით, ბოლო 30 წელიწადში ათიათასობით ქართველმა მიიღო საზღვარგარეთ განათლება, შექმნა ბიზნესი, საგანმანათლებლო პროგრამა, დააფუძნა ათასგვარი ორგანიზაციები. საქართველოში ეს ათიათასობით ოჯახს შეეხება. ამიტომ, ეტაპობრივად, ფენა-ფენა უნდა გაკეთდეს ეს საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში მოხდა.
1921 წლის 25 თებევლის მეორე დღეს არ დამდგარა 1937 წელი. 1921 წლის 26 მაისს აზეიმეს ხალხი “საქართველოს დამოუკიდებლობა”.
თუ ს, ბელარუსის და ცენტრალური აზიის მაგალითი არ გვყოფნის, ეგება ბევრად მახლობელმა აფხაზეთმა რამე დაძრას გონებაში თუ რა მოდის, რა გვემუქრება.
http://presidentofabkhazia.org/about/info/news/…”  –  წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში