ჰეილიმ ტრამპი ვაშინგტონში დაამარცხა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად რესპუბლიკელების პირველად არჩევნებში(primary) პირველ წარმატებას მიაღწია ყოფილმა ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ. მან ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში დაამარცხა ყოფილი პრეზიდენტი . კენჭისყრა 3 მარტს ჩატარდა.
კვლევითი ორგანიზაციის Edison Research-ის მონაცემებით, ჰეილიმ ხმების 62,9% მიიღო, ხოლო ტრამპმა 33,2%. როგორც ნიკი ჰეილის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, გასაკვირი არ არის, რომ ვაშინგტონელი რესპუბლიკელები უარყოფენ ტრამპს და მის ქაოსს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ჰეილის გამარჯვებას უფრო სიმბოლური ხასიათი აქვს. ვაშინგტონამდე ჩატარებულ რვავე პირველად არჩევნებში, მათ შორის ჰეილის მშობლიურ სამხრეთ კაროლინაში ტრამპმა გაიმარჯვა.
პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად დემოკრატებიდან ჯერჯერობით ყველგან გაიმარჯვა -ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
5 მარტს პირველადი არჩევნები ერთდროულად 15 შტატში ჩატარდება. პროცესი ივნისში დასრულდება, ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ