„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ხარჩილავას კანდიდატურა დაამტკიცა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ხარჩილავას კანდიდატურა დაამტკიცა, ხოლო მოადგილეები თემურ ჯანაშია და ლევან კონჯარია იქნებიან.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
“მინდა სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ხარჩილავას კანდიდატურა წარმოგიდგინოთ. თქვენი მხარდაჭერისა და დამტკიცების შემდეგ, წარმოგიდგინეთ მოადგილეებს, ესენი იქნებიან თემურ ჯანაშია და ლევან კონჯარია. ასევე, მაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ რეგიონალური საბჭოს სხვა წევრები. აბსოლუტური უმრავლესობა ესწრება, მაგრამ შეიძლება იყოს ისეთი, ვინც დღეს ჩვენთან არ არის, რადგან უცხოეთში იმყოფება, ზოგიერთი ახალგაზრდა ჯერ კიდევ განათლებას იღებს და სემესტრის ბოლოს აუცილებლად დაგვიბრუნდება, ესენი არიან: არჩილ ხულორდავა, ანა ქავთარაძე, ზურაბ კაკულია, კახა ცანავა, გიგლა კუჭუხიძე, ბადრი ქარდავა, ირაკლი ნაჭყებია, ლაშა ზარქუა, რამინ გოგოხია, ნუკრი ძიძიგური, ლევან ქვარცხავა, მირანდა მირცხულავა, ქეთინო კუჭავა, დავით საჯაია, ირაკლი სორდია, კახა ყუფუნია, გელა კაკულია, ლევან ხარებავა, ზვიად ჯგერენაია, ივიკო შენგელია, ედიშერ შუკვანი, ჯიმშერ ქალდანი, ვიტალი ყორშია, რომეო ღვინთარია, გიორგი წულაია, ბაჩო ძანძავა და მერაბ ალანია“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი