ტრამპმა მისურიში კოკუსზე გაიმარჯვა და მიჩიგანში პარტიის ყრილობაზეც მიაღწია წარმატებას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისკენ გზაზე გამარჯვება მოიპოვა 2 მარტს ე.წ. კოკუსზე, პარტიის მომხრეთა და წევრთა შეკრებაზე მისურის შტატში, ხოლო მიჩიგანში, პარტიის ყრილობაზე მიიმხრო ყველა – 39 დელეგატი.
ნიკი ჰეილი, -ის ყოფილი ელჩი გაეროში, რომელიც ტრამპის ბოლო მთავარი მეტოქეა, კვლავ შეეცადა წინასწარ არჩევნებში გამარჯვებას.
რესპუბლიკელების შემდეგი ღონისძიება დაგეგმილია 3 მარტისთვის ვაშინგტონში – კოლუმბიის ოლქში. ორი დღის შემდეგ კი დადგება „სუპერსამშაბათი”, როცა 16 შტატში ჩატარდება პრაიმერიზები და ეს იქნება ნოემბრის არჩევნებს ფარგლებს გარეთ ყველაზე გრძელი საარჩევნო დღე.
წინასწარი , ე.წ პრაიმერი ტრამპმა მიჩიგანში, 24 თებერვალს დიდი უპირატესობით მოუგო ნიკი ჰეილის და 68 პროცენტი მიიმხრო. ჰეილის შედეგი 27 პროცენტი იყო. იქ ტრამპმა 12 დელეგატი მოიპოვა, ჰეილიმ – 4.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის სამი პოლიტიკოსი იბრძვის, რომელთა შორისაა მოქმედი პრეზიდენტი, . დემოკრატების წინასაარჩევნო ღონისძიებები პარალელურად იმართება.
მანამდე ტრამპმა პირველად არჩევნებში წარმატებას უკვე 5 შტატში მიაღწია, მათ შორის ჰეილის მშობლიურ სამხრეთ კაროლინაში. ბაიდენმა მიჩიგანის გარდა, გაიმარჯვა სამხრეთ კაროლინაში, ნევადასა და ნიუ-ჰემპშირში.
საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილია 5 ნოემბრისთვის.
აშშ-ში პრეზიდენტს ირიბად ირჩევენ. პრეზიდენტის ვინაობა ირკვევა შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. საარჩევნო კოლეგიის წევრებს კენჭს უყრიან არჩევნების დღეს. კენჭისყრიდან 41 დღეში, 2024 წლის დეკემბერში მათ უნდა განსაზღვრონ პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის ვინაობა.