პიანტკოვსკი: ნავალნის გმირულმა სიკვდილმა გააღვიძა სიმამაცე ადამიანებში, მზაობა ბრძოლისთვის

ამერიკელი პოლიტოლოგის, ანდრეი პიანტკოვსკის თქმით, რუსი ოპოზიციონერის, ს გმირულმა სიკვდილმა ადამიანებში სიმამაცე გამოაღვიძა და მათ ბრძოლისკენ უბიძგა. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.
“ნავალნის გმირული სიკვდილი არ გახდა უიმედობის სიგნალი, არამედ გამოაღვიძა სიმამაცე ადამიანებში, მზაობა ბრძოლისთვის. უზარმაზარი საქმე, რაც ნავალნიმ ჩვენთვის გააკეთა, ეს გახლავთ მისი 3-წლიანი გმირობა პატიმრობაში. ის აქტიურად ებრძოდა თავის მწამებლებს და აი, ამ მაგალითმა შთაგონება მისცა ხალხს. ამ მწუხარებამ ამ ხალხს უბიძგა არა იმედგაცრუებისკენ, არამედ ბრძოლისკენ.
ვხედავ ძალიან დიდ პერსპექტივას დემოკრატიული მოძრაობის გაეთიანებისა, რომელმაც დღეს გვანახა ჩვენი ძალა მოსკოვში და ძალიან პოზიტიურად ვლინდება ნავალნის მეუღლის პოზიცია, რომელიც პოტენციური ლიდერი ხდება ამ ღონისძიებების, ამ მოვლენების და მე ვხედავ გაერთიანებას დემოკრატიული მოძრაობის”, – აღნიშნა მან.
ნავალნი 47 წლის იყო.
ს სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: “გარდაცვალების მიზეზი დგინდება”.