„სამარცხვინოა, როდესაც მაგალითად სახავენ ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას” – პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს ევროკომისია თუ ვენეციის კომისია ითხოვს „ვეტინგის სისტემის“ ჩატარებას და ამბობს:
„სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მაგალითად სახავენ ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას. ამის თაობაზე მქონდა მე დღეს განცხადება. საქართველო რამდენიმე თავით მაღლა და წინ არის სამივე ქვეყანასთან შედარებით. ნახეთ ნებისმიერი ანგარიში. სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით კორუფციის დონე როგორია ალბანეთში, ან უკრაინაში ან მოლდოვაში, მათ შორის სასამართლო სისტემაში და სხვადასხვა სტრუქტურებში. ნახეთ როგორია ფინანსების გამჭვირვალობა ამ ქვეყნებში, მათ შორის „ვეტინგი“ ძირითად შეეხება ქონების გადამოწმებას. ჩვენთან ქონების გადამოწმება ხდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დეკლარაციების მეშვეობით, მათ შორის მოსამართლეებიც ავსებენ ამ დეკლარაციას. დღესაც მონიტორინგში მოხვედრილი არიან იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი და 26 მოსამართლე, რომლებიც ამ წელს გაივლიან მონიტორინგს, დაექვემდებარება მათი შემოსავალი მონიტორინგს ისევე, როგორც ისინი შარშანაც იყვნენ მონიტორინგის ქვეშ. წლების განმავლობაში მიდიოდა კამპანია ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ, მათ შორის ამ კამპანიისთვის გამოიყენებოდა ევროპიდან და ამერიკიდან მიღებული გრანტები. ყველა საქმეში გამართლდა ქართული მართლმსაჯულება და გამტყუნდა ყველა ის NGO თუ უცხოელი აქტორი, რომელიც აბრალებდა საქართველოს სასამართლოს და მოსამართლეებს, რომ ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. შეგახსენებთ, რა საქმეები არის. „რუსთავი 2“-ის, ახალაიას, მელიას, სააკაშვილის საქმე. ყველა ამ საქმეზე წლები მიმდინარეობდა კამპანია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა