„ჰამასის“ ლიდერი არაბულ-მუსლიმ ქვეყნებს ღაზას ალყის გარღვევის საკითხზე შეხვედრის ჩატარებისკენ მოუწოდებს

„ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიე არაბული და მუსლიმი ქვეყნების ლიდერებს შეხვედრისკენ მოუწოდებს.
„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისმაილ ჰანიემ სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონულ და საერთაშორისო ლიდერებთან და მათ ღაზის სექტორში მიმდინარე აგრესიის შეჩერებისა და ანკლავის ალყის გარღვევასთან დაკავშირებით სასწრაფო შეხვედრის აუცილებლობაზე ესაუბრა.
შეგახსენებთ, 11 ნოემბერს ს დედაქალაქში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილეობით სამიტი გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაცია 57 უმეტესად მუსლიმური სახელმწიფოსგან შედგება და მას არაბული ლიგის ქვეყნებიც მიეკუთვნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს