ირაკლი – ევროპელი პარტნიორები არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც კონკრეტული ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან განხორციელდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების მოწოდებაა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია სათანადოდ იყოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტის შესრულების პროცესში ჩართული.
ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და განმარტა, რომ ევროპელი პარტნიორები არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც კონკრეტული ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან განხორციელდა.
„ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვქონდა გულწრფელი საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, შევეხეთ 9 პრიორიტეტს, თითოეულ პუნქტზე გვქონდა საუბარი, გავაცანით ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ასევე გავაცანით ჩვენი ხედვები თავად პროცესთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს. მათი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ პროცესებში ჩართული. რა თქმა უნდა, ისინი ბოიკოტის გამოვლინებებს არ მიესალმებიან, რომლებიც ჩვენ კონკრეტული ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან ვხილეთ. ყველას პასუხისმგებლობაა, გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვადასხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ. ჩვენ საუბარი გვქონდა თითოეულ პუნქტზე, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით“,-განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”