რუსეთში ღალატის ბრალდებით, აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე დააკავეს

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თანხების შეგროვების გამო, ღალატის ბრალდებით, რუსეთში, -ისა და ს ორმაგი მოქალაქე, 33 წლის ქალი დააკავეს. სამშაბათს, ამის შესახებ, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ლოს-ანჯელესის მკვიდრი თანხებს უკრაინული ორგანიზაციისთვის აგროვებდა, რომლის საბოლოო ბენეფიციარი უკრაინის არმია იყო. ამავე განცხადებით გაირკვა, რომ ქალის წინააღმდეგ საქმე ღალატის მუხლით არის აღძრული. მისი ვინაობა არ საჯაროვდება.
საბჭოთა ეპოქის KGB-ს მემკვიდრე FSB-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ “ჩაახშო ლოს-ანჯელესის 33 წლის მკვიდრის უკანონო საქმიანობა, რომელსაც აქვს რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობა, ჩართულია უცხო სახელმწიფოსთვის ფინანსური დახმარების გაწევაში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში.”
განცხადებაშივე ნათქვამია, რომ ის 2022 წლიდან, ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციისთვის აგროვებდა თანხებს, რომლებიც შემდგომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, ტაქტიკური სამედიცინო ნივთების, აღჭურვილობის, იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად გამოიყენებოდა.
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა თქვა: ”ჩვენ ვიცით ამ ცნობების შესახებ, მაგრამ კონფიდენციალურობის გამო, ამ დროისთვის მეტს ვერაფერს ვიტყვით”.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე