საერთაშორისო გამოფენაზე Fruit logistica 2024 ქართული მოცვით დაინტერესდნენ
ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენის Fruit logistica 2024 ფარგლებში, ქართველმა მწარმოებლებმა შეხვედრები ლურჯი მოცვის შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებთან, მათ შორის, ლურჯი მოცვის მწარმოებელი გერმანული კომპანია Wonderland Farmers და კომპანია Driscolls წარმომადგენლებთან გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, შეხვედრებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის საწარმოო ჯაჭვის მენეჯერი შოთა ცუკოშვილი ესწრებოდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.