86 წლის ასლან აბაშიძე შვილიშვილებთან ერთად – როგორ ცხოვრობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური მოსკოვში, სადაც მეორედ იქორწინა

86 წლის ას­ლან აბა­ში­ძე შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად – ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რძა­ლი, სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე ავ­რცე­ლებს. ეს ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში გაქ­ცე­ვის შემ­დეგ ვრცელ­დე­ბა.

წლე­ბია, რაც აბა­ში­ძე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. სწო­რედ იქ შე­ე­ძი­ნა მე­სა­მე შვი­ლი ალექ­სან­დრე, რომ­ლის და­ბა­დე­ბი­სას აბა­ში­ძე 78 წლის გახ­ლდათ, ხოლო ბავ­შვის დედა – 45 წლის.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ტი­კოს­მა ბავ­შვის დე­და­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი ქალი ანა­ი­და ოვა­კუ­მი­ა­ნია ჯერ კი­დევ ბა­თუმ­ში მათ ოჯახ­ში მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და. ას­ლან აბა­ში­ძეს გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლეს­თან – მა­გუ­ლი გო­გი­ტი­ძეს­თან ორი შვი­ლი – დი­ა­ნა და გი­ორ­გი ჰყავს.

გი­ორ­გის მე­უღ­ლის სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ:

„ეს ყვე­ლას ბაბუ იყო. მთე­ლი ბავ­შვო­ბა გვი­ხა­რო­და ახა­ლი წლის მოს­ვლა ბაბუ ტკბი­ლე­ულს გვი­რი­გებ­და. დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე და ჯამ­რთე­ლო­ბა.“

„გვიყ­ვარს აჭარ­ლებს ჩვე­ნი ბაბუ“

„აუუუ, რა მა­გა­რია სალო ჩვე­ნი ას­ლან ბაბუ. გა­მახ­სენ­და ბავ­შვო­ბა და ის პე­რი­ო­დი. მე­ნატ­რე­ბა ის დრო. ჯამ­რთე­ლო­ბა და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე ას­ლან ბა­ბუს.

„მო­ნატ­რე­ბუ­ლი “ბაბუ”! ძა­ლი­ან კარ­გი სუ­რა­თე­ბია! იხა­რეთ! ბავ­შვო­ბა­ში დავ­ბრუნ­დი“.

ას­ლან აბა­ში­ძის ვაჟი გი­ორ­გი 27 წლის იყო რო­დე­საც 17 წლის ბა­თუ­მელ გო­გო­ნა­ზე სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე­ზე იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ნე­ბა 2003 წელს შედ­გა, მაგ­რამ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი­სა და ჯვრის­წე­რის გა­რე­შე. ოჯა­ხის შექ­მნი­დან ძა­ლი­ან მალე სა­ლო­მეს მამა გარ­და­იც­ვა­ლა, გი­ორ­გის დე­დას კი, მა­გუ­ლი გო­გი­ტი­ძეს სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა და რამ­დე­ნი­მე თვე­ში ისიც და­ი­ღუ­პა.

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო დაგ­რო­ვილ სტრესს ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ვერ გა­უძ­ლეს და რვა თვე­ში და­შორ­დნენ. მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ლო­მე დე­დამ­თი­ლის რჩე­უ­ლი იყო და მათ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყო­ფი­ლი დე­დამ­თი­ლის საფ­ლავ­ზე ქალი ხში­რად და­დი­ო­და. სა­ლო­მეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მა­მამ­თი­ლი და მი­სი­ვე თხოვ­ნით, ბა­ბუ­თი მი­მარ­თავ­და… მომ­ხდა­რის შემ­დეგ წყვილს შე­რი­გე­ბა არ უც­დი­ათ, თუმ­ცა მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ას­ლან აბა­ში­ძემ ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და გი­ორ­გი აბა­ში­ძეც, რო­მელ­საც იქ ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა. თერ­თმეტ­წ­ლი­ა­ნი და­შო­რე­ბის შემ­დეგ, სა­ლო­მე და გი­ორ­გი შე­რიგ­დნენ და ხელი 2015 წელს ბა­თუმ­ში მო­ა­წე­რეს. მალე წყვილს ტყუ­პი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, 2022 წელს კი ვაჟი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს