66 წლის შერონ სტოუნმა "გააცოცხლა" ცნობილი სცენა ფილმიდან "ძირითადი ინსტინქტი"
66 წლის შერონ სტოუნი კვლავ მშვენიერ ფორმაშია - მსახიობმა "გააცოცხლა" თავისი საკულტო სცენა ფილმიდან "ძირითადი ინსტინქტი". ეს სცენა იმ დროისთვის საკამათო იყო და კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებაც დაიმსახურა, თავად სტოუნს კი დიდი პოპულარობა მოუტანა.
"ძირითადი ინსტინქტი" ეკრანებზე 1992 წელს გამოვიდა - შერონ სტოუნი სექსუალური მკვლელის კეტრინ ტრამელის როლს ასრულებდა. ფილმში მას პარტნიორობას ოსკაროსანი მსახიობი მაიკლ დუგლასი უწევდა.
43 წლის ასაკში იძულებული გახდა კარიერაში პაუზა აეღო. 2001 წელს შერონმა ინსულტი გადაიტანა, რის გამოც იგი საავადმყოფოში ცხრა დღე დარჩა. საბედნიეროდ, ექიმებმა ჰოლივუდის ვარსკვლავის გადარჩენა მოახერხეს.
![]()
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.