6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი

14
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ამანათების კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითიც დადასტურდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვას ცდილობდნენ.
პოლიციამ ამანათებიდან, ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 6 კილოგრამამდე „მეფედრონი“, 10 აბი „მდმა“, 200 გრამამდე ,,ჰაშიში“, 3 აბი და აბის ნატეხი ,,სუბოტექსი“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)