ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 დღის წინ დაკარგული მამაკაცი, დრონით იპოვეს – რა მოხდა გორში?

4 დღის წინ დაკარგული მამაკაცი, დრონით იპოვეს – რა მოხდა გორში?

,,როცა დავინახე, იწვა, სულ მიკანკალებდა ხელები, სანამ გამოძრავდა. მერე ვნახეთ, რომ უკვე სულ შეშუპებული ქონდა სახე” – უთხრა ,,ქართლის ამბებს” გორის ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელმა ოთო გვრიტიშვილმა, რომელმაც დრონით 4 დღის წინ დაკარგული მამაკაცი იპოვა.
ალცჰაიმერთ დაავადებული მამაკაცი მდინარე მეჯუდის სანაპიროზე, გორიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ნახა.
,,მთელი დღე დრონით წინ და უკან დარბოდა, დატენიდა სამ ელემენტს და გადიოდა ისევ საძებნად” – ამბობს ფოტოგრაფთა კლუბის კიდევ ერთი წევრი ნიკა სომხიშვილი.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მამაკაცი უკვე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.