3 ადამიანი სასწაულებრივად გადარჩა – რამ გამოიწვია სახლის ნგრევა ჩუღურეთში?

მთავარი არხის ცნობით, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის 48 ნომერში სამსართულიანი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. ნგრევის მომენტში ადგილზე გამგეობის მიერ დაქირავებული კომპანიის 3 თანამშრომელი მუშაობდა, რომლებიც, ადგილობრივების ცნობით, სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სახლის საძირკველი სველდებოდა მუდმივად და გამგეობა ინფორმირებული იყო, როგორც ამაზე, ასევე ბზარებზეც, რომელიც სახლს უჩნდებოდა.
ადგილზე არიან ჩუთურეთის გამგეობის წარმომადგენლები, რომელთა პასუხი ერთია – მიმართეთ პრესცენტრს.
მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ამ დრომდე არ იციან, უსაფრთხოა თუ არა სახლებში დაბრუნება და გაუძლებს თუ არა კონსტრუქცია საყრდენი კედლის დაზიანების შემდეგ. ნგრევის შედეგად 30-მდე ოჯახი უსახლკაროდ რჩება. სავარაუდოდ, მათ დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ.
მთავარი არხის ცნობით, ადგილობრივების განცხადებით, სახლს ჰქონდა პრობლემა, რომლის შესახებაც “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს” რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, მათგან სათანადო რეაგირება არ მიუღიათ

ასევე დაგაინტერესებთ