,,29-ში დაგვთვალეთ“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, ეს იცით. ისევე როგორც უმცირესობას, ასევე ჩვენ, უმრავლესობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ სულ ნეტარად და ნარნარად და ბედნიერად, ისევე როგორც აკეთებთ ამას…შარშან იყო შარშან, წელს არის წელს… 29-ში დაგვთვალეთ.
მე მესმის თქვენი იმედგაცრუების, რომ კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია, უფრო მეტია რა თქმა უნდა ქვეყანაში თეატრები და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც უერთდება, 30 თეატრში თქვენ რეკავთ და ეკითხებით პრემიების შესახებ, თუ თქვენ გინდათ, რომ ეს ხალხი არ გააღიზიანოთ, ელემენტარულ, პრაგმატულ რჩევას მოგცემთ, კითხვის ფარგლებში ასეთი ტიპის ცილისწამებებისგან თავი შეიკავეთ, არავითარი პრემიების გაცემა არ მომხდარა, არც ვაპირებთ. და თქვენდა იმედგასაცრუებლად მინდა გითხრათ, რომ ხელოვანთა უმრავლესობა, პირველ რიგში სწორედ სახელმწიფო თეატრებში, მხარს უჭერს ამ კანონს…

ასევე დაგაინტერესებთ