28 სექტემბერს ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება

ქართული ღვინის ფესტივალი წარმოადგენს ტრადიციისა და თანამედროვე გამოცდილების სინთეზს, რომელიც უკვე მეშვიდე წელია ტარდება და ათასობით სტუმარს მასპინძლობს თბილისის ისტორიულ ლოკაციაზე — სიონის ქუჩა, მეიდანი (შარდენი) ქართული ღვინის ფესტივალმა, პალიტრა ჰოლდინგისა და მეიდან ჯგუფის ორგანიზებით, საფუძველი ჩაუყარა ღვინის ფესტივალების ტრადიციას საქართველოში და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ამ მიმართულებით.
ღონისძიების მიზანია ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მეღვინეობის ახალი ტენდენციების აღმოჩენა!
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ღვინის მსხვილი და მცირე მეწარმეები, ასევე საოჯახო მარნები და პოლიგრაფიული საწარმოები. ფესტივალი სტუმრებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ქართული ღვინის 8000 წლოვან ტრადიციასა და აღმოაჩინონ ახალი, განსხვავებული გემოები. ადგილობრივ მეწარმეებს კი საშუალება ეძლევათ – წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია უცხოელი სტუმრების წინაშე.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა და წარმოდგენები ქართული – ტრადიციული ელემენტებით, რომელსაც სულ მალე გაგიზიარებთ! ვიდეო
ქართული ღვინის ფესტივალი განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის ქართული მეღვინეობის პოპულარიზაციისა და განვითარებისათვის, ტურისტებისთვის კი – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას თბილისში.
დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით!
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან