2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

7
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის
რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება.
აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა
ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე –
online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.
წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.
სტუდენტები, რომლებიც წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და
სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან.
აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00
საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის)
საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის,
18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა,
საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება
შეეძლებათ.
საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება
აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება
შესაძლებელი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“
რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს
ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის,
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის
ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და  წესებს.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა
საკითხების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად