2024 წელს საავადმყოფოებში საწოლთა ფონდი 2.5 %-ით შემცირდა

2024 წელს საავადმყოფოებში საწოლთა ფონდი 2.5 %-ით შემცირდა
2024 წელს საქართველოში 239 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 2.5 %-ით შემცირდა და 14.9 ათასი შეადგინა. ,,საქსტატი” 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლებს აქვეყნებს.
2024 წელს ქვეყანაში 2 288 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება იყო. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 15.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2.8 პროცენტით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების რიცხოვნობამ 24.1 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ – 21.3 ათასი.
2024 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 99.0 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.