ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2024 წელს სადაზღვევო ინდუსტრია 20%-ით გაიზარდა - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური (BMG)

2024 წელს სადაზღვევო ინდუსტრია 20%-ით გაიზარდა - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური (BMG)

2024 წელს სადაზღვევო ინდუსტრია 20%-ით გაიზარდა - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" ისაუბრა.
"გასულ წელს მილიარდიანი იყო ინდუსტრია და ზრდა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო პროდუქტების ნაკლებობა გვაქვს დღეს ბაზარზე, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ინდუსტრია", - განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა bm.ge-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის სრული სტატისტიკა ჯერ გამოქვეყნებული არ არის, 9 თვეში კი, სადაზღვევო სექტორმა 983 მლნ ლარის მოცულობის პრემია მოიზიდა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაზრდილია სექტორის მომგებიანობაც და 9 თვეში მზღვეველების წმინდა მოგებამ 115 მლნ ლარი შეადგინა. მიუხედავად გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა, ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი BM.GE-სთან აცხადებდა, რომ ბაზრის ზრდა ძირითადად პოლისების გაძვირებაზე მოდის. ამასთან, სექტორის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო და დასავლეთისგან იზოლაცია სამომავლოდ ნეგატიურად სადაზღვევო ბაზარზეც აისახოს.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.